|
2022-10-28 17:24:04, 2049 ნახვა
რეგიონი
კასპის მერმა კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა
ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1 129 გრძივი მეტრია, ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ეზოში შესასვლელები და ასფალტბეტონის ორფენიანი საფარი. გარდა ამისა, აღნიშნულ ქუჩაზე პარალელურად გაზიფიცირების და ელექტროგადამცემი ხაზები იცვლება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 602 999 ლარია. მოსახლეობა განახლებული ქუჩით სარგებლობას წლის ბოლოს შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)