2022-10-28 13:58:10, 7532 ნახვა
სამართალი
სარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც საქართველოდან 1100 ფუტკარი და 104 კგ თაფლი გადაჰქონდა
სარფის საბაჟოზე დააკავეს მამაკაცი, რომელსაც საქართველოდან 1100 ფუტკარი და 104 კილოგრამი წაბლის თაფლი გადაჰქონდა. ბრალდებულს ფუთკრებით სავსე 110 ხის ყუთი წელზე ჰქონდა შემოხვეული.
როგორც თურქული მედია წერს, მამაკაცმა სარფის სასაზღვრო პუნქტზე სკანირება გაიარა, რა დროსაც საეჭვო მოძრაობები ჰქონდა, რის გამოც მისი დეტალური ჩხრეკა ჩატარდა.
საბაჟო სამმართველოს კონტრაბანდის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლების თქმით, თითო ყუთში ერთი დედა და ცხრა მუშა ფუტკარი.
პირი საზღვარზე თაფლის კონტრაბანდის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,