10:26 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 10:34:41, 1510 ნახვა

სამართალი
შსს - დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც მოქალაქეების მოტყუებით საკუთარ ანგარიშებზე 100 000 ლარზე მეტი გადარიცხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი - 1971 წელს დაბადებული მ.ი., 1984 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1983 წელს დაბადებული მ.გ. და 2002 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მათ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობა ედებათ ბრალად.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 000 ლარს გადააჭარბა.

ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics