15:06 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 13:41:39, 831 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - 12 რეკომენდაციაზე მუშაობისას კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიცია

გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ასევე ნატო-ს წევრი, ჩვენ ამას ქმედებით დავამტკიცებთ,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ გაწერილ 12 რეკომენდაციაზე მუშაობს, სადაც მმართველმა პარტიამ "კარი გაუღო ყველა აქტორს, მათ შორის  არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებს". 

"ძლიერად ვაფასებთ, ბატონო პრემიერო, თქვენს მხარდაჭერას. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი და ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 

ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ასევე ნატო-ს წევრი. ჩვენ ამას ჩვენი ქმედებით დავამტკიცებთ, რომ გვსურს ჩვენ კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში. ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ ნატო-ს მისიებში - ერაყში, ავღანეთში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. 

ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკომისიის მიერ. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ. 

ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ ცუდ დროს.ომი უკრაინაში არის მიუღებელი და ჩვენი სურვილია,რომ მალე დასრულდეს",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დედაქალაქ ბუდაპეშტში გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics