18:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 13:42:09, 1577 ნახვა

ომი უკრაინაში
ავსტრალია უკრაინელ ჯარისკაცებს მოამზადებს და ქვეყანას Bushmaster-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის

ავსტრალია უკრაინას უსაფრთხოების ახალ პაკეტს მიაწვდის, რომელიც მოიცავს უკრაინელი სამხედროების მომზადებას და 30 Bushmaster-ის ჯავშანმანქანას. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა და ავსტრალიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამრიგად ავსტრალიამ უკრაინას, ომის დაწყებიდან საერთო ჯამში 90 Bushmaster-ის ჯავშანმანქანა გადასცა.

2023 წლის იანვრიდან ავსტრალია შეუერთდება უკრაინის ჯარების მომზადების საერთაშორისო პროგრამას "INTERFLEX", რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს, იუწყება ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

„ავსტრალიელები შეუერთდებიან პერსონალს ახალი ზელანდიიდან, კანადიდან და ევროპის რიგი ქვეყნებიდან, რომლებიც ეხმარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დამატებითი პოტენციალის შექმნას“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

საერთო ჯამში საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებიდან 70-მდე სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება.

აღნიშნულია, რომ ავსტრალიელი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე არ შევლენ.

„ჩვენი ჯარისკაცები იქნებიან დიდი საწვრთნელი პროგრამის ნაწილი გაერთიანებულ სამეფოში, რათა დაეხმარონ თავიანთ უკრაინელ თანამებრძოლებს რუსეთის დაუსაბუთებელი და უკანონო აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად მომზადებაში“, - თქვა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა თქვა, რომ ავსტრალია გააგრძელებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას.

"ავსტრალია უპირობოდ მხარს უჭერს უკრაინას ორივე მხარესთან ერთად და გმობს პრეზიდენტ პუტინს. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს; უკრაინის მამაცი ხალხი იცავს საერთაშორისო კანონს, წესებსა და ნორმებს", - თქვა ალბანესმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics