|
2022-10-27 09:19:01, 971 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი პრაისის განცხადებაზე - საიდან დავიხიეთ უკან - იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო?
შევხედოთ მეორე კუთხიდან - ხომ არ აღელვებს მას ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოში, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები. მისი თქმით, ნედ პრაისმა უნდა დააკონკრეტოს, რა ასპექტში დაიხია ქვეყანამ უკან. "ვთქვათ, ნედ პრაისი ამბობს ამას, მაგრამ შევხედოთ მეორე კუთხიდან - ხომ არ აღელვებს მას ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოში? დაპირისპირების ეს ხარისხი, დაუჭიროს მხარი და თქვას, რომ ყველაფერი იდეალურად კეთდება, ეს ხომ არ ნიშნავს რომ წერტილს დაუსვამს ოპოზიციურ ფლანგს, რომლის ყოფნა-არყოფნის საკითხიც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს და საზოგადოებამ, მე არ ვამბობ რომ არაგულწრფელია. მაინც რაღაც მოგვდევს ქედის მოხრით საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს პატივს არ ვცემთ. ვიკამათოთ მაგ თემაზე, ვისაუბროთ. თუ ნედ პრაისმა თქვა რომ ჩვენ რაღაცით უკან დავიხიეთ, მაშინ უნდა ვთქვათ საიდან დავიხიეთ უკან. იმ პერიოდიდან როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო თუ რომელი პერიოდიდან დავიხიეთ უკან, თუ იმ პერიოდიდან როდესაც ჩვენ ასოცირებული წევრები გავხდით, საკამათოა ეს თემა," - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს და ქვეყნის დემოკრატიას ასუსტებს". მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)