19:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 10:03:22, 1023 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი მეფე ჩარლზს შეხვდება და მოსახლეობას პირველად მიმართავს

ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი, რიში სუნაკი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდება და პრემიერ-მინისტრის რანგში მოსახლეობას პირველად მიმართავს.

რიში სუნაკი, რომელიც თანამდებობაზე მოწინააღმდეგეს გარეშე იბრძოდა, ისტორიაში გახდა ბრიტანეთის პირველი ინდოელი წარმოშობის პრემიერ-მინისტრი. 

როგორი იქნება დღევანდელი დღის წესრიგი?

ყოფილი პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი გამართავს გამოსამშვიდობებელ შეხვედრას თავის კაბინეტთან, დაუნინგ სტრიტში. შემდეგ ის გამართავს შეხვედრას მეფე ჩარლზთან ბუკინგემის სასახლეში, სადაც იგი ოფიციალურად გადადგება. 

მეფესთან შეხვედრის შემდეგ, ჩარლზ მესამე დანიშნავს სუნაკს ქვეყნის მომავალ პრემიერ მინისტრად და მას ადმინისტრაციის შექმნას სთხოვს. ადგილობრივი დროით დილის 11:35 საათზე, რიში სუნაკი პირველად მიმართავს მოსახლეობას. 

სუნაკი იქნება დიდი ბრიტანეთის მე-5 პრემიერ მინისტრი ექვსი წლის განმავლობაში. მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მას შემდეგ მოხდა, რაც ლიზ ტრუსმა 20 ოქტომბერს ბრიტანეთის 56-ე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბორის ჯონსონი შეცვალა. 

ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან  81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო.

ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს და მას თანამდებობის დატოვება მოუწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics