01:09 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 11:07:10, 428 ნახვა

სამართალი
ყალბი ვიზების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული სამსონ ჯ. და 1965 წელს დაბადებული ელზა კ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

უწყების ინფორმაციით, ელზა კ. მოქალაქე ოლია შ-ს 18 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზის დამზადებას დაჰპირდა. ელზა კ-მ, თავისი ახლობლის - სამსონ ჯ-ს დახმარებით, ოლია შ-ს ერთ-ერთ ბანკში წინასწარ ჩაარიცხვინა ვიზის მიღებისთვის აუცილებელი აპლიკაციის შესავსებად საჭირო ოფიციალური გადასახადი - 336 ლარი. მან ქალბატონს ასევე დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოლია შ-ს ანაზღაურება 770 ლარს შეადგენდა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სამსონ ჯ-მ, ასევე ყალბი ვიზის მისაღებად, მოქალაქე სოფიკო ჩ-ს დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მისი ანაზღაურება 870 ლარს შეადგენდა.

შსს-ს ცნობით, ელზა კ. მოქალაქე იამზე კ-ს პოლონეთის ყალბი ვიზის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ დაუმზადა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა და მისი ყოველთვიური სარგო თვეში 770 ლარს შეადგენდა. ელზა კ-მ ასევე დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა მოქალაქე ქეთევან ღ-ს სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელს იმავე კერძო კომპანიაში ოპერატორის პოზიცია ეკავა და მისი ყოველთვიური სარგო 950 ლარს შეადგენდა. ელზა კ-მ აღნიშნული ყალბი ცნობები სამსახურის შესახებ პოლონეთის საელჩოში წარსადგენად დაამზადა.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სამსონ ჯ-მ და ელზა კ-მ ცნობებში თავად გააყალბეს ხელმოწერები. სამართალდამცველებმა სამსონ ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ელზა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 29 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო. დანაშაულში მხილებული ორივე პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics