21:08 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 10:49:28, 1152 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის

თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის" გამოყენებით შესაძლო პროვოკაციის შესახებ.

ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიომ აღნიშნულთან დაკავშირებით მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.

"რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აწყობს სატელეფონო კარუსელს, ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც "ბინძური ბირთვული ბომბის" შესახებ. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ამ ომში ყველა სიბინძურის წყარო, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.

თუ ვინმეს შეუძლია გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენს ნაწილში ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია და ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს, სადმე დაერეკა. თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს - რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი, ახლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და  შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics