01:32 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 18:09:30, 1437 ნახვა

სამართალი
პროკურატურა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულების გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულების გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ორი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 27 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე წარედგინათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა და დაზარალებულთან სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა. ხოლო ბრალდებულის მამა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებას, ასევე გარყვნილ ქმედებას.

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც დაზარალებულმა და მოწმეებმა სრულად დაადასტურეს სექსუალური ძალადობის ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულების მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გამოკვლეულ იქნა აუდიომასალა, სადაც დაზარალებული საუბრობს მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურა სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი საქმეების მიმართ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics