|
2022-10-18 16:47:54, 1801 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 250 000 ლარს შეადგენს, რაც საკალმახე ავზების მოწყობას მოხმარდა. „ჩვენი მეურნეობა 2 ჰა-ზეა გაშენებული და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საკალმახე ავზების მოწყობა შევძელით, სადაც კალმახთან ერთად ზუთხი და ლოქო გვყავს მოშენებული. ასევე, ვაწარმოებთ ხიზილალასაც. ჩვენი ავზის თევზები სპეციალური საკვებით იკვებებიან. ყოველწლიურად 400 000 ცალი თევზის რეალიზაციას ვახდენთ, როგორც ადგილობრივ, ისე თბილისის მაღაზიებში. ასევე, ვაბარებთ ნახევარფაბრიკატების საწარმოებში. სამომავლოდ ვგეგმავთ თევზის საწარმოსა და რესტორნის აშენებას“, - განაცხადა მცირე მეწარმემ, მერაბ ტატუნაშვილმა. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელიც გორში საკალმახე მეურნეობას აფართოებს. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და აძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო გააფართოვოს ბიზნესი, ეს კი რეგიონს მეტად გააძლიერებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)