23:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 12:07:12, 2749 ნახვა

ეკონომიკა
ველი სთორი - უნივერსალური სივრცე შოპინგისთვის

21-ე საუკუნეში ყოველდღიური ცხოვრება  საკმაოდ დატვირთული გახდა, რაც თავისუფალი დროის ცნებას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რუტინული საქმეების გამარტივების გზების ძიება. არანაკლებ მნიშვნელოვანია საჭირო და სასურველი ნივთების შეძენაზე დახარჯული დროის ოპტიმიზაცია, რადგან შოპინგი საკმაოდ დამღლელი და გრძელვადიანი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალაქში არსებულ საცობებს გავითვალისწინებთ.

იდეალური გამოსავალი თქვენი დროის, ენერგიისა და ფინანსების დაზოგვის თვალსაზრისით, არჩევანის ონლაინ მაღაზია veli.store-ზე შეჩერებაა. მარტივი ინტერფეისი, მოსახერხებელი ყიდვის პროცედურა, მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი არჩევანი და რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე მოქნილი მიტანის სერვისი - ამ და სხვა მრავალი უპირატესობით, ველი სთორი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი აუცილებლად გახდება.

ველიზე სხვადასხვა კატეგორიის ნივთების შეძენას შეძლებთ, როგორც სახლისთვის, ისე აგარაკისთვის, ეზოსთვის, სილამაზისთვის, თავის მოვლისთვის, ქალებისთვის, კაცებისთვის, ბავშვებისთვის, შინაური ცხოველებისთვის და ა.შ. მარტივად შეგიძლიათ სასკოლო ნივთების შეძენა, სახლის ჰიგიენური საშუალებების შეძენა, ძაღლებისა და კატებისთვის სათამაშოების, ვეტერინარული საკვებისა და ვიტამინების შეძენა. ველიზე ასევე აქტიურად დაიწყო საახალწლო სამზადისიც და ნაძვის ხეების, მოსართავი სათამაშოების, საახალწლო აქსესუარების, დეკორაციების შეძენა წინასწარ შეგიძლიათ, რითიც ერთის მხრივ წინასწარ შეგიძლიათ სადღესასწაულო განწყობა შეიქმნათ, ხოლო მეორე მხრივ, გაქვთ შესაძლებლობა წინასაახალწლოდ რიგებსაც აარიდოთ თავი.

ველი სთორი ასევე ტექნიკის საკმაოდ მრავალფეროვან და განსხვავებულ არჩევანსაც გთავაზობთ, რის საშუალებასაც ექსკლუზიური ბრენდები იძლევა. გარდა ამისა,

ველიზე ყველაფერია, იმისათვის, რომ თქვენი სახლი ჭკვიანი გახადოთ. სმარტ ტექნიკის ასორტიმენტი ჭკვიან მტვერსასრუტს, ოთახის ტენიანობის სმარტ მოწყობილობებს, სმარტ სასწორებს, ხმოვან ასისტენტებს, კამერებს, სანათებს და სხვა ნივთებს აერთიანებს.

Velo.store-ზე ასევე ყველაფერია მათთვის, ვინც ფიტნესით, იოგით ან თუნდაც, სახლის პირობებში ვარჯიშითაა გატაცებული. იოგა მატები, ლახტები, ჟგუტები, წონიანი ჟილეტები და ქამრები, ფიტნეს როლერები, სტაბილიზაციის ბურთები, სარელაქსაციო მასაჟორები, იოგას წინდები, გასახდომი ქამარი, წონიანი სამაჯურები, ამ აქსესუარებთან ერთად კი ველიზე შეგიძლიათ ვიტამინების, საკვები დანამატების და მრავალი სხვა საჭირო ნივთის შეძენაც.

რა თქმა უნდა, ველიზე თითოეული შენაძენის გაკეთება მარტივად, მოკლე დროშია შესაძლებელი. კურიერი კი სასურველ ნივთებს შეძენიდან 3 საათში ადგილზე მოგიტანთ. ამ დროისთვის, მიტანის ასეთი მოსახერხებელი სერვისი თბილისსა და მის გარშემო 13 ლოკაციაზე მოქმედებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics