|
2022-10-17 15:45:18, 1129 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - რუსების თავდასხმის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
კიევში საჰაერო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. "კიევში საჰაერო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. რუსეთი ასევე თავს დაესხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკისა და სუმის რეგიონებში. თავდასხმის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)