17:06 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 11:51:24, 1589 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 65 000 ჯარისკაცი და 2 500-ზე მეტი ტანკი დაკარგა

რუსეთმა დაახლოებით 65 000 ჯარისკაცი და 2 500-ზე მეტი ტანკი დაკარგა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსეთმა ასევე დაკარგა 5 193 ჯავშანტექნიკა და 1 589 საარტილერიო სისტემა.

„ რუსეთმა ომის დაწყებიდან  16 ოქტომბრის ჩათვლით დაკარგა :
ჯარისკაცი - დაახლოებით 65 000; ტანკი - 2 529; ჯავშანტექნიკა - 5 193;
საარტილერიო სისტემა - 1 589;
სარაკეტო სისტემა - 365;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 186; თვითმფრინავები - 268;
ვერტმფრენი - 242; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 224; საკრუიზო რაკეტები - 316;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 959;
გემი/ნავი/კატარღა - 16;
სპეციალური აღჭურვილობა - 142". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics