23:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 15:26:19, 1719 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების სამუშაო შეხვედრაში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქანა, კომიტეტების მიერ - შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესწავლის თაობაზე, თემატური მოკვლევის პირველადი შედეგები.

"მინდა მადლობა გადავუხადო ორივე კომიტეტს საკითხის ინიცირებისათვის. ჩვენი სამინისტრო დასაქმების სააგენტოსთან ერთად მოკვლევის პროცესში ჩაერთო. სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს არაერთ პროგრამას. სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გარდა უწყება გასცემს სხვადსხვა დამხმარე საშუალებებს, რაც ხელს უწყობს შშმ პირებს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ვფიქრობ შეზღუდული შესაძლებლობის  პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობა მაინც რჩება მთავარ გამოწვევად. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას" - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები, ჯანდაცვის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრები, განათლების სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მუნიციპალიტეტებისა და სახალხო დამცველი ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს მოკვლევის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობის ანგარიში და მოსაზრებები. 

"მსგავსი ტიპისა და შინაარსის თემატური მოკვლევა უმაღლესი საბჭოს კომიტეტების მიერ პირველად ჩატარდა. ინიციატივის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მუშაობას შესაბამის უწყებებთან. საჭიროების შემთხვევაში მოვამზადებთ და წარვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივებს" - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ. 

სამუშაო შეხვედრაზე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი -"მედცენტრის" ინტერვენციულმა კარდიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, სოსო სიხარულიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: "თანამედროვე მიღწევები კარდიოლოგიაში". ცოტახნის წინ სოსო სიხარულიძის ხელმძღვანელობით აჭარაში პირველად ჩატარდა  უნიკალური ოპერაცია - TAVI- აორტის სარქვლის შეცვლა გულმკერდის გახსნის  გარეშე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სოსო სიხარულიძეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა ახალი სერვისის დანერგვას, რომელიც ხელს უწყობს მოსახლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics