01:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 12:30:19, 1494 ნახვა

ეკონომიკა
13 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 800 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული

13 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 800 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. ღვინის საწარმოებს ყურძენი 900-მდე მევენახემ ჩააბარა და მიღებულმა შემოსავალმა 5,5 მლნ ლარს მიაღწია.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე წელს, ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა 40-მდე კერძო კომპანია, რომლებიც ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიძენენ.

„ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ყურძნის ჩასაბარებელი 30-მდე პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავების, რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. აღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, 1 კგ ალექსანდროულსა და 1 კგ მუჯურეთულზე 4 ლარს მიიღებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში. ამ დროისთვის, კახეთში გადამუშავებულია 240 ათასამდე ტონა ყურძენი. მოსავალი უკვე დააბინავა 21 ათასამდე მევენახემ, რომელთა შემოსავალი 240 მლნ ლარს აღწევს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics