02:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 22:03:06, 1602 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მიისვე თქმით, გადაწყვეტილება ძალაში 25 ოქტომბერს შევა.

"მაშინ, როცა უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ჩეხეთის ტერიტორიაზე შენგენის გარე საზღვრებით - კერძოდ კი, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტით - ტურიზმის, სპორტის ან კულტურის მიზნით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ". - ნათქვამია განცხადებაში.

ეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics