2022-10-12 14:34:42, 1442 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ავდიივკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს - დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი
რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქში, ქალაქ ავდიივკაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.
კირილენკოს თქმით, ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქის ცენტრალური ბაზარი, სადაც დღისით უამრავი ხალხია.
„ასეთ დაბომბვას არ აქვს სამხედრო ლოგიკა - მხოლოდ შეუჩერებელი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლან და სხვები დააშინონ“, - აცხადებს კირილენკო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,