04:06 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 12:51:11, 1578 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის სპეცსამსახურის უფროსი - რუსებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, მათი გამარჯვება დასრულებულია

ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრის (GCHQ) ხელმძღვანელი, ჯერემი ფლემინგი აცხადებს, რომ რუსებს უკრაინაში რამდენიმეთვიანი დამღლელი ბრძოლების შემდეგ საბრძოლო მასალა ეწურებათ. 

როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ფლემინგმა ხაზი გაუსვა რუსეთის დანაკარგებზე და დასძინა, რომ მოსკოვის ძალები ამოწურულია და რომ ბოლო მობილიზაცია სასოწარკვეთის ნიშნებს აჩვენებს. 

„ჩვენ ვიცით - და ადგილზე მყოფმა რუსმა მეთაურებმა იციან - რომ მათი მარაგი და საბრძოლო მასალა მალე ამოიწურება. რუსეთის გარდაუვალი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ისაუბრა, დასრულებულია და აშკარაა, რომ უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაცია შეცვალა“, - თქვა ფლემინგმა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა.

მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics