02:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 14:14:04, 1222 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - უკრაინის გვერდით ვართ, ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია

ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო იერიშებს.

როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, მსგავი ტიპის ქმედებებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს.

"შეძრწუნებული ვარ რუსეთის თავდასხმებით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთ ქმედებებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს. ვგმობ მათ უმკაცრესად. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია", - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics