17:18 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 14:17:12, 1520 ნახვა

მსოფლიო
მეცოლა - უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები და რომლებსაც ჰყავთ ძალიან დამაშინებელი მეზობელი

უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლამ პრაღაში ჟურნალისტებთან სანქციებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება ყველა შესაძლებლობას, რომელიც ქვეყნების მიერ სანქციების აღსრულების საკითხის განხილვას ეხება.

"მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ. ეს არ გამორიცხავს იმ მისასალმებელ გზას, რომელსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ასევე არ უნდა დაგვავიწყეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, - აცხადებს მეცოლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics