|
2022-10-07 14:05:49, 1828 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრელებს. უწყების ცნობით, ეს ითვალისწინებს გადამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბიუჯეტის ზრდასაც. აღნიშნული მიმართულებებით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ბოლო წლების ტენდენცია, რაც ქვეყანაში გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. „2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. მათ შორის, 82 გადამმუშავებელი საწარმოა, რომელთა ინვესტიციის ოდენობამ 112,188,312 ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 38,981,622 ლარია. რაც შეეხება შემნახველი საწარმოებს, დაფინანსებულია 134 საწარმო; ინვესტიციის ოდენობამ 175,803,511 ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 66,476,680 ლარია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)