05:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 10:00:06, 1542 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოქტომბრის დასაწყისიდან ხერსონში ნახევარ ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ოქტომბრიდან ხერსონის რეგიონში ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათეულობით დასახლება განთავისუფლდა და დასტაბილურდა.

როგორც ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, წარმატებებია აღმოსავლეთის მიმართულებითაც.

„მხოლოდ 1 ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის რაიონში ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათეულობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და დასტაბილურდა რუსული ფსევდორეფერენდუმისგან.

აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ მოვახსენებთ წარმატებებს ზაპორიჟჟის რეგიონშიც. იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ოკუპანტები აკონტროლებენ. დადგება დღე, როცა ყირიმის განთავისუფლებაზეც ვიტყვით. ეს პერსპექტივა აშკარაა. 

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრი გასაკეთებელი: გასაკეთებელი როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის - ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებას და საერთაშორისო კანონს", - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 6 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონში გაათავისუფლეს 29 დასახლება.

23-27 სექტემბერს რუსმა დამპყრობლებმა ფსევდორეფერენდუმი გამართეს უკრაინის ოთხი ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. ხერსონსა და ზაპორიჟიაში - უკრაინის დატოვების და რუსეთში შესვლის შესახებ, დონეცკსა და ლუგანსკში - რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ.

რუსი დამპყრობლების მიერ დატყვევებული ტერიტორიების მცხოვრებლებს არ სურდათ ფსევდორეფერენდუმებში მონაწილეობა, ამიტომ ოკუპანტებმა აიძულეს ხმის მიცემა ავტომატებით. რუსული პროპაგანდის მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით, „რეფერენდუმში“ მონაწილეთა 90%-ზე მეტმა მისცა ხმა.

არაერთმა ქვეყანამ, კერძოდ, ევროკავშირმა და აშშ-მ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ყალბი ხმის მიცემის შედეგებს.

ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 სექტემბერს გამოაცხადა უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია და კიევს მოლაპარაკება შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics