|
2022-10-06 17:07:03, 1808 ნახვა
სამართალი
„ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში" მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში" ხულიგნობა ჩაიდინა, რა დროსაც ემუქრებოდა მაღაზიაში მყოფებს, აყენებდა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბრალდებულის მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)