|
2022-10-06 16:41:14, 1588 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია
ლევან დავითაშვილის განცხადებით, არსებული გამოწვევების და ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტებიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - რომ სატრანზიტო პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაა. „2021–22 წლებში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პროექტები განხორციელდა ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში. მათ შორის, ბათუმში დასრულდა მულტიმოდალური ,,კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობა, სადაც მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებია განხორციელებული, და რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის გასაძლიერებლად. ასევე ახალი თანამედროვე საპორტო ინფრასტურქტურა გაჩნდა ფოთში, რომელიც ასევე აშშ–ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) დაფინანსებით ამოქმედდა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტი დღეს ყველაზე მეტად მიმზიდველია და უფრო კონკურენტუნარიანი. „საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი დღეს აკავშირებს არამხოლოდ ევროპასა და აზიას, არამედ რეგიონს დამატებით მიმზიდველობას სძენს საინვესტიციო კუთხით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი საბორნე გადაზიდვების და რეგულარული საბორნე მიმოსვლის მხრივ საქართველოს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის. ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი შესწავლა გავაკეთეთ ევროკავშირთან ერთად და მკაფიო გეგმის თანახმად, ჩვენ დამატებითი რეგულარული საბორნე კავშირები გვექნება ამ მიმართულებებში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ასევე რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომლის ფარგლებში დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 86%.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)