2022-10-06 10:39:33, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, თავდამსხმელებმა მაღალსართულიან შენობებს 7 რაკეტა ესროლეს.
იერიშის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი.
სტარუხის თქმით, დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება, ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფება და მაშველები მათ გადასარჩენად მუშაობენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,