03:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 18:03:26, 1381 ნახვა

მსოფლიო
ტრასი - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით

ჩვენ ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ თავისი, არამდე ყველას უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ამ გლობალური კრიზისის წინაშე ვართ ის არის, რომ დასავლეთმა საკმარისი არ გააკეთა. ჩვენ ვიყავით თვითკმაყოფილი, არ დავხარჯეთ საკმარისი თავდაცვაზე, გავხდით ზედმეტად დამოკიდებული ავტორიტარულ რეჟიმზე იაფი საქონლისა და ენერგიის გამო და ჩვენ რუსეთს არ შევეწინააღმდეგეთ თავის დროზე - ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება.

მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ თავისი, არამდე ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. პუტინის არალეგალური ანექსია უკრაინული ტერიტორიებისა არის ბოლო ქმედება, რითიც ცდილობს დაამხოს დემოკრატია და დაარღვიოს საერთაშორისო კანონი.

ჩვენ არ უნდა დავთმოთ მათთვის, ვისაც გარიგება სურს, ვინც ვაჭრობს უკრაინული მიწით. ისინი გვთავაზობენ, რომ გადავიხადოთ უკრაინელების სიცოცხლით მოჩვენებითი მშვიდობისთვის. ჩვენ ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს.",- განაცხადა ტრასმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics