|
2022-10-05 11:55:55, 1213 ნახვა
მსოფლიო
არახამია - ჩვენ ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე
ჩვენ ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე,- ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია Telegram-არხზე წერს. მისი თქმით, პროცესი დაწყებულია დაუკან დასაბრუნებელი გზა არ არის. „ჩვენ ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე - ჩვენი ოფიციალური განცხადება უკვე ნატოს შტაბ-ბინაშია, ბრიუსელში. მანამდე, 4 მარტს, საშინელი ამბების მწვერვალზე, პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ომის დასრულებამდე ნატო-სა და ევროკავშირის წევრები გავხდებოდით. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი. ომამდე, არაფორმალურ შეხვედრებზე, დასავლელი ელჩები, ჩანაწერების გარეშე, პირდაპირ ამბობდნენ, რომ არ სურდათ რუსეთთან დაპირისპურება ჩვენი განზრახვების გამო. მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რისი გაკეთება შეეძლო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაწინაურებულ „მსოფლიოს მეორე არმიასთან“. დღეს უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე სულ სხვა მასშტაბის მოთამაშეა. პრეზიდენტი ზელენსკი ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში. დასანანი იქნება, არ ვისარგებლოთ მომენტით და არ ვეცადოთ, მივუახლოვდეთ კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და რეკორდულ დროში გავხდეთ ნატოს წევრი. პროცესი დაწყებულია, უკან დასაბრუნებელი გზა არ არის, ვიღებთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოპოვებისას მიღებულ სამუშაო გამოცდილებას და წინ მივდივართ ნახტომებით. უფრო მეტიც, ჩვენ მარტო აღარ ვართ. 11 ქვეყანამ საჯაროდ დაგვიჭირა მხარი, მათ შორის:
ჩვენ ვაგრძელებთ ხმების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს. მაშინაც კი, თუ ჩვენი მიზნები ვინმესთვის არარეალური ან ძალიან ამბიციური ჩანს. სამყარო შეიცვალა. ჩვენ შევცვალეთ. და ამ სამყაროში ჩვენი ქვეყანა დაიკავებს ღირსეულ ადგილს."- წერს არახამია.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)