03:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 13:37:02, 1408 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ოთხი ოკუპირებული ოლქის ანექსია დაამტკიცა

რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ოთხი ოკუპირებული ოლქის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსია დაამტკიცა.

გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. 

როგორც ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, უკრაინის რეგიონების ანექსიის პროცედურა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით დასრულდება.

ამასთან, გუშინ 3 ოქრომბერს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა ოლქების რუსეთის ფედერაციის შეყვანის გადაწყვეტილებას, რომელსაცპუტინმა და რეგიონების „მარიონეტ“ ლიდერებთან ერთად 30 სექტემბერს კრემლში მოაწერა ხელი.

საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით:

  • დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესადა ხერსონის საზღვრები, რომლებიც დაკავშირებულია სხვა ქვეყნების ტერიტორიასთან, არის რუსეთის სახელმწიფო საზღვარი;
  • 2026 წლის 1 იანვრამდე უნდა გადაწყდეს ახალი რეგიონების ინტეგრაციის საკითხები რუსეთის ეკონომიკურ, ფინანსურ, საკრედიტო და სამართლებრივ სისტემებში, ასევე სამთავრობო ორგანოების სისტემაში;
  • რუსეთის კანონმდებლობა და სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტები მოქმედებს ახალ რეგიონებში მათი მიღების დღიდან;
  • ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების ნორმატიული სამართლებრივი აქტები არ გამოიყენება, თუ ისინი ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას;
  • DPR და LPR ოფიციალური დოკუმენტები მოქმედებს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე ან რუსეთის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე;
  • DPR-ისა და LPR-ის მთავრობები გააგრძელებენ მუშაობას რესპუბლიკების მოქმედი მეთაურების ახალი კაბინეტების ჩამოყალიბებამდე, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების მთავრობებმა უნდა შექმნან მოვალეობის შემსრულებელი გუბერნატორები რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • უკრაინის, სხვა ქვეყნების მოქალაქეები და ახალ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები აღიარებულნი არიან რუსეთის მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, ვინც ერთი თვის განმავლობაში განაცხადებს სურვილი შეინარჩუნონ არსებული მოქალაქეობა ან დარჩეს მოქალაქეობის არმქონე;
  • რუსეთი გარანტიას აძლევს ახალ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, შეინარჩუნონ მშობლიური ენა და შექმნან პირობები მისი შესწავლისა და განვითარებისთვის.

გარდა ამისა, კონსტიტუციური კანონების მიხედვით ახალ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ მუშაობის, განათლების, სტაჟის, პენსიის მიღების, სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლებებიც.

2023 წლის 1 ივნისისთვის ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების ტერიტორიული შტოები ოთხ რეგიონში გამოჩნდება. გარდამავალ პერიოდში იქ პროკურატურაც გაიხსნება და რუსეთის სასამართლო სისტემა ფუნქციონირებას დაიწყებს.

რუბლი გახდება ფულადი ერთეული ახალი ერთეულების ტერიტორიაზე, ხოლო უკრაინული გრივნა ნებადართულია მიმოქცევაში 2022 წლის ბოლომდე.

შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „რეფერენდუმები“ შედეგების გაყალბებით ჩაატარეს.

უკვე 30 სექტემბერს რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. 

იმავე დღეს კრემლის ხელმძღვანელმა და მისმა მარიონეტებმა ანექსიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმებები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „რუსეთის ფედერაციაში მიღების“ შესახებ.

ხოლო ორშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიას დაუჭირა მხარი.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics