|
2022-10-04 10:50:31, 1592 ნახვა
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი სახსრების კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოში ნაღდი ფულის სახით, სხვადასხვა ვალუტაში დაახლოებით 1 400 000 ლარის ეკვივალენტი შემოიტანა. იმისათვის, რომ აქტივების წარმოშობის წყაროს ეჭვი არ გამოეწვია, ბრალდებული საბაჟო დეკლარაციაში არასწორ მონაცემებს აფიქსირებდა. მსჯავრდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული არალეგალური შემოსავლები, უძრავი ქონების და ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად გამოიყენა. სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, მსჯავრდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 400 000 ევროს და 50 000 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების 6 ძვირადღირებული ავტომანქანა, კერძოდ - ორი მერსედესის მარკის ,,S" კლასი, ორი ლექსუსის მარკის მაღალი გამავლობის ,,LX 570", მერსედესის მარკის ,,MAYBACH S 560" და „ლენდ როვერის" მარკის მაღალი გამავლობის ,,RANGE ROVER EVOQUE", სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)