|
2022-10-03 11:25:14, 1107 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი სენატორი - ბირთვულ საფრთხეზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის შესაძლო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე
ბევრს ლაპარაკობენ ბირთვულ საფრთხეზე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის შესაძლო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, მარკო რუბიომ განაცხადა. სენატორის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთზე თავდასხმა შესაძლოა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ალიანსის, ევროპისა და აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ქვეყნის შიგნით საფრთხეს უქმნის. "შემაშფოთებელია არაპროგნოზირებადობა იმისა, თუ რის გაკეთებას აპირებს პუტინი. მან შეიძლება იფიქროს, რომ მაგალითად, უკრაინისთვის ნატო-ს, ევროპისა და აშშ-ის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდება გამოიწვევს არა მხოლოდ ომის წაგებას და მისი ძალაუფლებისთვის ძირის გამოთხრას, არამედ რეალურად, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საკუთარ ძალებს რუსეთის შიგნით. ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ მან დაარტყას ამ განაწილების ზოგიერთ პუნქტს, საიდანაც ეს მარაგი შემოდის, მათ შორის პოლონეთის შიგნითაც. ბევრს ლაპარაკობენ ბირთვულ საკითხზე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე. მაგალითად, პოლონეთის აეროპორტის ან სხვა სადისტრიბუციო პუნქტის მიზანში ამოღება," - აცხადებს ამერიკელი სენატორი. მისივე თქმით, "რუსეთი და პუტინი ამ ომში ნამდვილად ვერ გაიმარჯვებენ".
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)