|
2022-09-30 18:19:33, 1342 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - 2023 წელს მნიშვნელოვან თანხებს ვითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად
2023 წელს მნიშვნელოვან თანხებს ვითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი პასუხობს, როგორც სოციალური ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მიმართულია მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე. „ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი არის საკმაოდ დაბალანსებული და უზრუნველყოფს პასუხი გასცეს იმ სოციალური ვალდებულების შესრულებას, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. ასევე, ბიუჯეტი დაბალანსებულია ფისკალურად გამომდინარე იქიდან, რომ გრძელდება ფისკალური დეფიციტის შემცირება და ის განსაზღვრულია 3%-ზე დაბლა, 2.8%-ის ოდენობით, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა გვავალდებულებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი. მათ შორის: • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი; • წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 520,0 მლნ ლარამდე; სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - 590,0 მლნ ლარზე მეტი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია 260,0 მლნ ლარზე მეტი. „ბიუჯეტის განხილვის პროცესში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უფრო დეტალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ასევე, მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე, რომელიც ასევე გაზრდილია. იცით, რომ 700 მლნ ლარით არის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილი. აქ გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან პროექტს - ეს არის სამაშველო ვერტმფრენების შეძენის საკითხი და შსს-ს დაფინანსება 27 მილიონი ლარით, რომელიც გათვალისწინებულია ახალი სახანძრო მანქანების დაფინანსებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, როდესაც სამაშველო ოპერაციების განხორციელება საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ ჩვენს მაშველებს და ვფიქრობ, რომ ეს ახალი შესაძლებლობები, რომელიც გაჩნდება ახალი სახანძრო ავტომობილებისა და ვერტმფრენების შეძენით, მათ გაუადვილებთ იმ საქმეს, რომელსაც ემსახურებიან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)