|
2022-09-30 11:18:53, 1318 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმროს ტიპის კომპლექსს აშენებს
„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს - ბანკთან პარტნიორობით, „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში, 14 692 კვ.მ-ზე, 15 სართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექს აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 1000 კვ.მ-ზე კომერციული ფართი განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი დოლარს შეადგენს. პროექტის ღირებულების 70% ბანკის მიერ დაფინანსდა. „კომპლექსი ჯამში 377 აპარტამენტს მოიცავს, რომლის ტერიტორიაზეც ჩვენს მომხმარებელს მრავალფუნქციური მიმღები (გასართობი და მოსასვენებელი ზონებით), საბავშვო მოედნით, სამუშაო და ბიზნეს ცენტრი, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი დახვდება. ასევე, შენობის ბოლო სართულზე, ღია სივრცეში იქნება კაფე, ფიტნეს და სპა ცენტრები. პროექტის განხორციელებაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია „საქართველოს ბანკი“ და მათ მიერ გაცემული ფინანსური რესურსი მთლიანად სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება“, - განაცხადა „გუმბათი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ. „საქართველოს ბანკის“ აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსის, ნათია ღლონტის თქმით, ასეთი პროექტები ქვეყნის ეკონომიკას, ტურიზმის ხელშეწყობას ზრდის და სამშენებლო სექტორს აძლიერებს. „ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი ბიზნესის დაფინანსება, რადგან ასეთი პროექტები ტურიზმის ხელშეწყობას ზრდის და სამშენებლო სექტორს აძლიერებს. ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. „გუმბათი ჯგუფმა“ 150 ადამიანი უკვე დაასაქმა. გვინდა კომპანიას განვითარების სამომავლო გეგმებში წარმატებები ვუსურვოთ“, - განაცხადა ნათია ღლონტმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)