|
2022-09-29 22:25:18, 955 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ლუკაშენკოზე - ეს არის სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი
ჩვენი მხრიდან ე.წ. ვიზიტი შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცალსახაა, დაირღვა ასევე კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი რომელიც ჩვენ ვიხილეთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ბელორუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, დღეს საკმაოდ დაინტერესო სათაურით გამოქვეყნდა ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. „თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები ნათქვამი, ამის შემდეგ შერბილებულია ამ ე.წ. ვიზიტის სათაური და საუბარია რომ ის ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტი თავისთავად რაღაცის მანიშნებელია, ანუ იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)