|
2022-09-29 21:41:16, 721 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენს პირობებში, სტრატეგიულ-ეკონომიკურ ობიექტების, კუთხით ნული პროგრესი ჰქონდა რუსეთის ფედერაციას
წინა ცხრა წლის განმავლობაში რა მივიღეთ შედეგები რუსეთთან მიმართებით? ეს შედეგები არის, პირველი რიგში, ის, რომ 20 პროცენტი ტერიტორიების გაატანეს რუსეთის ფედერაციას. ეს ხომ შედეგია და შედეგით უნდა შეფასდეს პოლიტიკა". - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ PALITRA NEWS ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველომ დაკარგა ქვეყნის 20 % ასევე, მოხდა სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტების გადაცემა რუსეთისთვის. ხოლო, მათი მმართველობის პერიოდში ამ მიმართულებით რუსეთს წინსვლა არ ქონია.
რაც შეეხება, ბორდერიზაციას, ბორდერიზაციაც არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა. ბორდერიზაცია დაიწყო, სწორედ, 2008 წელს, მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში და მერე გაგრძელდა, მაგრამ ეს არის მათი მემკვიდრეობა. ზუსტად იმის მემკვიდრეობა, რომ მათ ჩააბარეს ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)