00:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 17:36:37, 1457 ნახვა

რეგიონი
გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნინო ნიჟარაძე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდა

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - (BAU), კარდიოლოგებთან და კარდიოქირურგებთან ერთად, იმ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდნენ, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს "გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" პროგრამის ფარგლებში დაფინანსდენენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აუმჯობესებს პროგრამებს, გასულ წელს სამინსტრომ დაიწყო გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში.  
"გასულ წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით,მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დაიწყო გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. გულის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 4 მოქალაქეს. პროგრამა წელსაც გრძელდება, თითოეულ პაციენტზე გამოიყოფა 200 000 ლარი. ჩვენი მიზანია ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაცული და გადავარჩინოთ სიცოცხლე“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ,,გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" პროგრამას, რომლის ფარგლებში ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა, გულის ან/და კორონალური არტერიების გეგმიური ანგიოგრაფია. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 300 000 ლარს. მიმდინარე წელს სერვისებით უკვე ისარგებლა 1915 მოქალაქემ.

შეხვედრაზე კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა, კარდიოქირურგმა მაჰირ ბალაქიშიევმა კლინიკის მაგალითზე წარმოადგინა პრეზენტაცია სამინისტროს პროგრამის შედეგებზე და ისაუბრა მის მნიშვნელობაზე.

"2016 წლიდან დღემდე კლინიკაში ჩატარდა 1520 ოპერაცია ღია გულზე. გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა პაციენტთა 33%-ს, გეგმიური ოპერაცია 67%-ს. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო პანდემიის პერიოდი, ამ დროს კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და ოპერაცია არაერთ კოვიდ პაციენტს ჩაუტარდა, ყველა შემთხვევა წარმატებით დასრულდა. კლინიკა ამჟამადაც აგრძელებს მუშაობას 24 საათიან რეჟიმში, ვემსახურებით როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ შემთხვევებს.

კარდიოქირურგიული მომსახურება ძვირადღირებული სერვისია, რომ არა აჭარის მთავრობისა და სამინისტროს მხარდაჭრა, დაფინანსება, ვერ მოხერხდებოდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადარჩენა", - აღნიშნა მაჰირ ბალაქიშიევმა.

როგორც 45 წლის პაციენტი, ლილი ჭელიძე აღნიშნავს -  ,,ოპერაცია სრული დაფინანსებით, 4 თვის წინ გავიკეთე კლინიკა ბაუში, რისთვისაც მადლობას ვუხდი როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ექიმებს. დღეს გულის საერთაშორისო დღეა და ყველა პაციენტს ვუსურვებ ჯანმრთელობას. მთავარია დროულად მიმართონ ექიმს“.

დღეს გულის მსოფლიო დღე აღინშნება, 2022 წლის სლოგანია "გულით თითოეული გულისთვის" და აქცენტი კეთდება სამ მიმართულებაზე - გულით საზოგადოებისთვის, გულით ბუნებისთვის, გულით საკუთარი თავისთვის.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics