|
2022-09-27 18:03:49, 1327 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს, მაქს ჰილს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ინგლისის და უელსის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი შოთაძემ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა. ასევე, ქართულმა მხარემ ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების თაობაზე გამოცდილება გაუზიარა. როგორც მაქს ჰილმა ირაკლი შოთაძესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს გენერალური პროკურორის და მთელი მისი გუნდის მიერ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციისთვის ჩატარებული სამუშაოები განსაკუთრებულია და მომდევნო, ლონდონში დაგეგმილი IAP-ის კონფერენციისთვის უმაღლეს სტანდარტს ადგენს. "როგორც ინგლისში ვიტყოდით, ეს კონფერენცია იმსახურებს ათიდან ათ ქულას. ორგანიზება, წვრილმანებისთვის დათმობილი ყურადღება, მათ შორის დახვედრა, რომელიც საქართველომ მოუწყო მსოფლიოს ყველა ქვეყანას, განსაცვიფრებელია. ასე რომ, ვაკვირდები ყველა დეტალს, რაც თბილისში ხდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ იმავე დონეს მომავალ წელს ლონდონში და ველით ყველას ჩამოსვლას" - აღნიშნა მაქს ჰილმა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და მისი გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს. ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორი და მეფის მრჩეველი მაქს ჰილი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კონფერენციის მასპინძელი ლონდონში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პროკურატურა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)