06:56 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 17:24:41, 1120 ნახვა

მსოფლიო
„რეფერენდუმიდან” მობილიზაციამდე - როგორ და რით აშანტაჟებს რუსეთი უკრაინელებს

კრემლმა კვლავ გაუშვა ე.წ. „რეფერენდუმების“ ფორმატი, როგორც ეს მოსკოვის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქამდე ხდებოდა. 

2014 წელს ყირიმის დაპყრობის შემდეგ, რუსებმა მაშინვე ჩაატარეს „კენჭისყრა”, რის შედეგადაც ნახევარკუნძული, თავად რუსების გაგებით, თითქოს რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდა.

დონბასში, რომელიც 2014 წლიდან ნაწილობრივ ოკუპირებულია, რუსეთი პირდაპირ ანექსიაზე არ წასულა. თუმცა მანამდე იქაც იმართებოდა „რეფერენდუმები”.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ პუტინის ჯარებმა ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონების ნაწილი აიღეს. 

„ხმის მიცემა” აქ ერთ თვეზე მეტხანს განიხილებოდა, მაგრამ შეკითხვები, რომელიც "ბიულეტენებში" დაიწერებოდა, დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა განხილვის საგნად.

ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წარმატებების შემდეგ, რუსეთში „ნების გამოვლენაზე“, შურისძიებით დაიწყეს საუბარი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჯარი ამ ტერიტორიაზე დღემდე იმყოფება. ფაქტიურად, ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „განმათავისუფლებელი ომისთვის“ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

„რეფერენდუმი“ - დემოკრატიის იმიტაცია

19-20 სექტემბერს გაულეიტერებმა, რომლებიც ოკუპანტების სახელით ხელმძღვანელობენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეფერენდუმის ჩატარებაზე ისაუბრეს. მოღალატეები სათითაოდ მიმართავდნენ ადგილობრივებს იგივე მესიჯებით, თუ როგორ უნდათ მათ, ადგილობრივებს, მათი სახლები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდნენ.

„რეფერენდუმზე“ საუბრისას ვერც ერთი მოღალატე ვერ აღწერდა ზუსტად რას ხელმძღვანელობდა - რუსეთის ფედერაციაში შესვლას, რაიმე სახის ავტონომიას, სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან კავშირს თუ სხვა რაიმეს, მაგრამ ერთ დღეს ეს საკითხი უცებ გადაწყდა.

სექტემბერს, რუსულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩატარდა გამოკითხვის წინა დღეს - 23 სექტემბერს ჩატარდა.

INSOMAR-ის თანამშრომლების (სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტი) ცნობით, ყოველი ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან ათასმა ადამიანმა მოახერხა მიღებული მონაცემების დამუშავება და შედეგების გამოტანა.

მაჩვენებლები რუსული პროპაგანდისთვისაც კი არაბუნებრივად მაღალი აღმოჩნდა. 

ხერსონის ოლქში, სავარაუდოდ, გამოკითხულთა 83% რუსეთთან მიერთებას ემხრობოდა, ზაპოროჟიეს ოლქში - 84%, ე.წ. „DPR“ - 94%, ხოლო ე.წ. „LPR“ - 97%-მდე. 

ბუნებრივია, ეს მონაცემები არაფრით არ დასტურდება. გარდა ამისა, აზრი არ აქვს ოკუპაციის ქვეშ მყოფი ადამიანების გამოკითხვის რაიმე ადეკვატურ შედეგზე ლაპარაკს.

მიუხედავად ამისა, 23 სექტემბერს უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში ოთხდღიანი „რეფერენდუმი“ დაიწყო.

ამასთან სოციალური ქსელების მეშვეობით, „რეფერენდუმის“ ვიდეოების გავრცელება დაიწყო.

ასე ერთ-ერთ ოკუპირებულ სოფელში გადაიღეს ქალი, რომელიც „მეგაფონით“ სახლებთან დადიოდა და ადგილობრივ მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობას სთხოვდა.

გარდა ამისა, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ოკუპანტები სახლიდან სახლში, ჩვეულებრივ შეიარაღებული ბოევიკების თანხლებით დადიოდნენ.

ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განმარტა, თუ როგორ აიძულეს რუსებმა ადგილობრივ მცხოვრებს ხუთ ადამიანზე ხმის მიცემა.

“უბრალოდ, ჯარისკაცები შევიდნენ ერთ-ერთი ბებიის საზაფხულო სამზარეულოში, სავარაუდოდ, კომისიის წევრმა კი თქვა, რომ თქვენ უნდა იყოთ ხუთი”,- განაცხადა ფედოროვმა.

ამ შემთხვევაში „ხმის მიცემაზე“ უარს შეიძლება ყველაზე სამწუხარო შედეგები მოყოლოდა. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ოკუპაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შეგნებულად აძლევენ ხმას რუსეთში „შეერთებას“, მაგრამ რეფერენდუმის პროცედურა თავისთავად არალეგიტიმურია და ვერცერთი ცივილიზებული სახელმწიფო ვერ აღიარებს.

 ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირების დირექტორის, ალენა ლუნევას თქმით, „რეფერენდუმით“ მხოლოდ თავად რუსეთია დაინტერესებული, რომელიც ცდილობს უკრაინას საკუთარი „რუსული დემოკრატია“ მოახვიოს. ის სცენარი, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაციიდან დამპყრობლები მისდევენ, ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება სხვა ქვეყნების სცენარისგან. განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინას ღიად დაესხა თავს.

„მათთვის მნიშვნელოვანია ამ ფსევდოლეგიტიმურობის ჩვენება, რათა მოგვიანებით თქვან: ყველაფერი ასე მარტივი არ არის. ჩვენ კარგად არ ჩავწვდით, ჩავატარეთ რეფერენდუმი, ჩვენ მოქალაქეებს ვუზრუნველვყავით ნების გამოსახატავად უსაფრთხო პირობები“,-განაცხადა ლუნევამ.

რიგითი რუსი მაყურებლისთვის კი ეს ამბავი ასე გამოიყურება – „უკრაინელებმა გამოთქვეს ნება, შემოგვიერთდნენ და ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს არ ვამბობთ“. 

რა თქმა უნდა, პუტინის ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის სანქციების ზეწოლას აგრესორზე და დიდი ალბათობით, საბოლოოდ დახურავს საკითხს კრემლთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ.

მობილიზაცია - ცოცხალი ძალის დაქირავება

გალეიტერების მიერ "რეფერენდუმის" გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა. 

მისი გამოსვლიდან ყველას გაუჭირდა იმის გაგება, რატომ აკეთებდა ამას, თუ რუსეთის არმიას უკრაინაში წარმატებები აქვს, წინსვლა გეგმის მიხედვით მიდის და "მძიმე ბრძოლები" მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებით მიმდინარეობს.

ამასთან, „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის“ საფრთხეებზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველა საშუალებას თავის დასაცავად. 

მოახლოებული ფსევდორეფერენდუმის და უკრაინის ნაწილის შემდგომი შესაძლო შეერთების კონტექსტში, ცხადი ხდება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნებისმიერ შემდგომ ქმედებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პუტინი როგორც ხელყოფას, ისე განიხილავს.

ითამაშებს თუ არა ეს რაიმე როლს ბრძოლის ველზე, უცნობია, მაგრამ რუსეთში მობილიზაცია უკვე გაჩაღებულია. თავად რუსების მრავალრიცხოვანი საჩივრებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ყველას იყვანენ თავიანთი არმიის რიგებში. 

ბევრი რუსი მამაკაცი ცდილობს სასწრაფოდ გაიქცეს საზღვარგარეთ, ხოლო ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებსი აწყობენ აქციებს - მრავალრიცხოვან და არც თუ ისე მრავალრიცხოვან.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთის მიყოლებით კეთდებოდა განცხადებები „რეფერენდუმებისა“ და მობილიზაციის შესახებ, გაჩნდა კითხვა, გაიწვევდნენ თუ არა ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინელები რუსეთის მხარეს ომში. 

ფაქტობრივად, პირობითი ლეგიტიმაციაც კი არ არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთი აიძულოს მონაწილეობა მიიღოს ომში. მაგალითად, უკრაინის მანამდე ოკუპირებულ რეგიონებში რუსებმა უბრალოდ ქუჩებიდან გამოიყვანეს მამაკაცები და აიძულეს მონაწილეობა მიეღოთ ომში. 

ამასთან, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ოკუპანტებმა ყველას აიძულეს ფრონტზე წასვლა დაამისთვის სავარაუდოდ უზარმაზარ გადასახადებსავ პირდებოდნენ.

გარდა ამისა, „რეფერენდუმის“ გამოცხადებისთანავე კოლაბორატორებმა „მოხალისეთა რაზმების“ შექმნა გამოაცხადეს. მელიტოპოლში ასეთი რაზმი უკვე დაკომპლექტებულია.

ლუნევას თქმით, რუსებს ოკუპირებულ უკრაინულ მიწებზე მობილიზება სჭირდებათ არა იმდენად მათი ხარვეზების დასაფარად, არამედ რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოსაკლავად.

"ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ ომს აქვს გენოციდური განზრახვა. რომ რუსეთი ჩვენთან ერთად იბრძვის და იბრძვის ჩვენი განადგურებისთვის, უკრაინელი მოქალაქეების გასანადგურებლად. რუსეთს არ აინტერესებს როგორ იღუპებიან უკრაინელები", - აღნიშნა უფლებადამცველმა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი თვლის, რომ პუტინს სჭირდება მობილიზაცია ყირიმის, კავკასიისა და ციმბირის მკვიდრი მოსახლეობის განადგურების მიზნით.

„ეს რუსეთის გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი ელემენტია, კიდევ ერთი მიზეზი მთელი მსოფლიოს მყისიერი და მკაცრი რეაქციისა. იგივე ხდება თავად რუსეთის ტერიტორიაზე - ეს არის გათვლილი იმპერიული პოლიტიკა. ეს არის დარტყმა ხალხზე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სერთიფიკატი : "რუსული სამყაროს" ექსპორტი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელები, რბილად რომ ვთქვათ, იძულებულნი არიან აიღონ რუსული პასპორტი. ამავდროულად, "LPNR პასპორტი" ოფიციალური იყო მხოლოდ კვაზი რესპუბლიკებში და იმავე ადგილებში, სადაც აღიარებული იყო უკანონო ფორმირებების ლეგიტიმაცია - ძირითადად, ეს იყო რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებული და კონტროლირებადი სხვა ქვეყნების ტერიტორიები.

2019 წლის აპრილში პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც გაამარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას. ამისთვის აღარ იყო საჭირო „LDNR-ის პასპორტის“ ქონა. 

კრემლის მედიის ცნობით, დონბასის დაახლოებით 700 000-მა მცხოვრებმა მიიღო რუსული პასპორტი. 

აღსანიშნავია, რომ სავალდებულო პასპორტიზაცია ამ დრომდე გრძელდება. 

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილის, ანატოლი სტელმახის თქმით, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რუსები, იმედგაცრუებულნი არიან პასპორტიზაციის ტემპით.

„ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენ ვხვდებით განსაკუთრებით მუდმივ წინააღმდეგობას იძულებითი პასპორტიზაციის მიმართ. იმისათვის, რომ ადამიანი აიძულოს მტრის პასპორტი მიიღოს, საოკუპაციო ხელისუფლება იყენებს პირის წვდომას ადმინისტრაციულ სამსახურებზე. სოციალური დახმარებას, სამედიცინო მომსახურებას და ა.შ.“, - განაცხადა სტელმახმა.

ასევე ცნობილია შემთხვევები, როდესაც ოკუპირებულ ხერსონის ოლქის აგრარებს უარი უთხრეს რუსული პასპორტის გარეშე მიწის იჯარის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე.

უკრაინის ოკუპირებული ნაწილის მაცხოვრებლის მიერ რუსული პასპორტის ფლობა პრაქტიკულად მობილიზაციის გარანტიას იძლევა. 

ამიერიდან, ადამიანს აღარ შეუძლია უკრაინის ჯარებისა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამგზავრება და უფრო მეტიც, პრობლემები შეექმნება კანონთან - რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად და მით უმეტეს, რუსეთის ჯარში გაწევრიანების გამო. მოკლედ, რომ ვთქვათ მას ღალატში დაადანაშაულებენ.

დღეს რუსეთი მკაფიოდ ცხადყოფს, რომ არ აფასებს არავის სიცოცხლეს - არც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და არც საკუთარს. 

კრემლი, რომელსაც აქვს სრული ავტოკრატია, გამოსცემს მხოლოდ მისთვის საჭირო კანონებს, რომლებიც ითვალისწინებს მმართველი ელიტის სრულ თავისუფლებას და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დე ფაქტო ციხეს.

აშკარაა, მხოლოდ ერთი რამ, რომ რუსეთის მოქალაქის პასპორტის ქონა დე ფაქტო თანხმობაა იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე მას აღარ ეკუთვნის. ამიტომ, ასეთი ბედი ყოველგვარი საშუალებით უნდა ავიცილოთ თავიდან. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics