23:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 15:44:46, 817 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - გლოვა აუცილებელია, მაგრამ არ შეიძლება ასე ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მომავალში

გლოვა არ ჰყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს, ალბათ ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანია.

„სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. დღეს უნდა ვიყოთ მზად, დავინახოთ და ჩვენც ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო იწყება, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. გლოვა არ ჰყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როდესაც გამოდის იქ ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, ვხედავთ, როდესაც რეაქციებია მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი არის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics