|
2022-09-26 14:10:32, 885 ნახვა
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი - არ მომწონს ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული, ამ ადამიანმა პროცესი სტაგნაციაში შეგნებულად მოიყვანა
არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი. სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი,- ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. ჩარკვიანის თქმით, გულშემატკივრობს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც დასავლური ვექტორის მქონე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას. „ვისთანაც იყო დაპირისპირება, მან თავად აღიარა გუშინ. ლაივი ჰქონდა მუმლაძეს ჩართული და პირდაპირ თქვა, რომ ფიზიკურად გამისწორდნენო. ნიკა მელიას განცხადებას არც ერთი მხარე არ აქვს, რითიც შეიძლება, გაამართლო. თუ პოლიტიკას გამოაცლი მორალს, საერთოდ არაფერი არ შეგრჩება და შეგრჩება ის წუმპე, რომელშიც 30 წელია, საქართველოს ამყოფებენ ზუსტად იმ ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც აცლიან მორალს პოლიტიკას. შეუძლებელია ასე, მორალგამოცლილი პოლიტიკა ტალახია. ამის ძალიან წინააღმდეგი ვარ. როდის შეიტყო მან კეზერაშვილის ოლიგარქობის შესახებ, გუშინწინ? წავიკითხე მისი განცხადებები სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც პარტნიორად მიიჩნევს მას. ეს საზიზღრობაა, არ შეიძლება. მე კი კეზერაშვილამდე, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად მქონდა მასთან პრეტენზიები, სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი, რაც კატასტროფა იყო. ეს ხომ არ იყო არჩევნები. ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას, რომელთანაც გვაქვს პრეტენზიები, რომ ბიუჯეტი იძარცვება, საზღვრები არ კონტროლდება, კატასტროფული მდგომარეობაა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ჯერ, ეს უნდა გავაკეთოთ, რომ როგორმე 12 პუნქტი მიიღოს ქვეყანამ. აი, ამ დროს რომ შენ სტაგნაციას შემოიტან. მისი პარტიის ლიდერზე ჯერ თქვა, ჩემი მეგობარი არ არისო. ფინანსი, სახელი, ყველაფერი იმ კაცის, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულია. ციხეში მყოფ კაცზე თუ მოიგონებ, რომ მეგობარიაო, თორემ ის თქვა, რომ არ არის მეგობარიო, ასეთი არაფერი გამიგია. არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, ვთქვი ძალიან ბევრჯერ, რუსთაველზეც და მოჰყვა ამას ქილიკი. დიახ, ნამდვილი ბრძოლა გახლავთ პარლამენტშიც და რუსთაველზეც, არაფერი საქილიკო არ არის, რადგან რაოდენობაზე უფრო დიდი იარაღი ოლიგარქატთან ბრძოლის დროს, არაფერია. ზუსტად ეს რაოდენობა გაუშვა რამდენიმეჯერ სახლში მელიამ. მან მოიტანა უძრაობა, მან დაიყვანა 29%-იანი პარტია 8%-მდე. ერთი დეტალი მითხარით, რატომ უნდა დარჩეს ეს ადამიანი პარტიაში. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან ვგულშემატკივრობ, როგორც დასავლური ვექტორის მქონე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)