22:50 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 21:15:17, 1924 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტების 1 600-ზე მეტ საქმეს იძიებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტების 1 600-ზე მეტ საქმეს იძიებს. - ამის შესახებ SBU-ს პრესსპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 420 ადამიანი უკვე სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.

„SBU-ს მასალების მიხედვით, დაახლოებით 420 ადამიანი, რომელთა მიმართ ჩვენმა გამომძიებლებმა შეაგროვეს თანამშრომლობისა და ღალატის მტკიცებულებები, მალე სასამართლო განაჩენს მიიღებს. დანაშაულის ხარისხიდან გამომდინარე, მათ მოუწევთ გისოსებს მიღმა 15 წლის გატარება, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics