22:50 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 19:23:12, 1959 ნახვა

ომი უკრაინაში
მელიტოპოლში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

პარასკევს ღამით ოკუპირებულ ქალაქში მაღალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. - ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელენს.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ტერორი მძაფრდება.

"სამწუხაროდ, ტერორი მძაფრდება, მელიტოპოლში დილიდანვე ისმის აფეთქებები.
ცხრასართულიან კორპუსში დღეს ღამით აფეთქება მოხდა. სამწუხაროდ არის მსხვერპლი: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics