22:49 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 01:37:06, 1899 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლკ აზოვის მეთაურები და მებრძოლები მედვეჩუკში გაცვალეს

მარიუპოლის დამცველი აზოვსტალის გმირების რუსეთის ტყვეობიდან დახსნა, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც, მოსკოვს პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვეჩუკი გადაეცა. - ამის შესახებ, უკრაინული მედია წერს.
აზოვსტალის მცველთა ნაწილი ტყვეობიდან თავისუფალია. ტყვეთა გაცვლა ჩერნიგოვის რეგიონში მოხდა. 

რუსი ოკუპანტებისგან აზოვსტალის დამცველები, სვიატოსლავ პალამარი, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაურუ  დენის პროკოპენკოც გათავისუფლდნენ. 

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 20 მაისს ალყაშემორტყმული „აზოვსტალიდან“ ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა და რუს სამხედროებს ჩაბარდა პოლკ „აზოვის“ მეთაური, დენის პროკოპენკო. 
16 მაისს, როდესაც „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ისინი ტყვეთა გაცვლის მექანიზმებით შეძლებდნენ უკრაინაში დაბრუნებას.

მანამდე, ასევე უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დათანხმდნენ „აზოვსტალის“ დამცველები იარაღის დაყრასა და ჰუმანიტარული დერეფნით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics