13:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 15:45:38, 1491 ნახვა

ომი უკრაინაში
ნავალნი - იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას

იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას. - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინს სურს ამოსვაროს სისხლში ასიათასობით ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს მიიყვანას უაზრმაზარ ტრაგედიამდე.

"დანაშაულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს, უფრო და უფრო ღრმავდება. პუტინი ცდილობს ამაში გარიოს რაც შეიძლება მეტი ხალხი, სურს ამოსვაროს სისხლში ასიათასობით ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს მიგვიყვანს უაზრმაზარ ტრაგედიამდე, დაღუპულთა დიდ რაოდენობამდე და ნამდვილად არაფერ კარგამდე ვერ მიგვიყვანს. ამ დანაშაულის ზომა და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა საკუთარი პირადი ძალაუფლება შეინარჩუნოს. იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics