|
2022-09-20 13:16:15, 1280 ნახვა
ეკონომიკა
3 ოქტომბერს საწარმოებისთვის წლიური ანგარიშგებების წარდგენის ვადა იწურება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სდპ-ები და ყველა კატეგორიის სუბიექტი წლიურ ანგარიშგებას სპეციალურ პორტალზე წარადგენს, არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა. თუმცა, ვინაიდან, მიმდინარე წელს, 1-ლი ოქტომბერი არასამუშაო დღეა, კანონის შესაბამისად, ყველა კატეგორიის სუბიექტმა 2021 წლის წლიური ანგარიშგება უნდა წარადგინოს 3 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) ყოველწლიურად მართავს შეხვედრებს ყველა კატეგორიის საწარმოთა წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, წარდგენის პროცესის გამარტივება და ხარისხის გაუმჯობესება. წელს, სამსახურმა ჩაატარა წინასწარი გამოკითხვა, რომლის საფუძველზეც ქვეყნის 5 სხვადასხვა ქალაქში დაგეგმა სპეციალური შეხვედრები. დასავლეთ საქართველოში უკვე ჩატარდა ხუთი ამგვარი შეხვედრა. 22 სექტემბრიდან სამსახური შეხვედრებს აღმოსავლეთ საქართველოში გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, საწარმოს წარმომადგენლებს გადაეცემათ მე-4 კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის თვითსწავლების სახელმძღვანელო, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიბეჭდა. ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივებისთვის, სამსახურმა მოამზადა და ვებგვერდზე განათავსა ვიდეოინსტრუქციები: https://reportal.ge/ka/VideoBlog. ასევე, განახლდა „ხშირად დასმული კითხვების“ გვერდი: https://www.saras.gov.ge/ka/Faq#tab-audit-2. აღსანიშნავია, რომ სუბიექტები უკვე 5 წელია ანგარიშგებას ანგარიშგების პორტალზე წარადგენენ. წარდგენის მაჩვენებელმა სდპ, I, II, III კატეგორიებისთვის - 95%, ხოლო IV კატეგორიის საწარმოების გათვალისწინებით 80% შეადგინა. რეფორმის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მეშვეობით, შეიქმნა ანგარიშგების პორტალი (www.reportal.ge) - პირველი საჯარო საინფორმაციო რესურსი, რომელიც საქართველოში არსებული სუბიექტების ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებებს მოიცავს. პორტალის მეშვეობით, საწარმოებს შეუძლიათ ფართო აუდიტორიას აჩვენონ რამდენად სანდო და სტაბილურია მათი ბიზნესი, მოიზიდონ ახალი, საქმიანი პარტნიორები. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია ინვესტორებს (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე) სთავაზობს სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციას, რომელიც ბიზნესს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უწყობს ხელს. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის რეფორმა 2016 წლიდან ხორციელდება და დაკავშირებულია კორპორატიული მართვის, სააღრიცხვო დისციპლინისა და ანგარიშგების სანდოობის ხარისხის ამაღლებასთან, კაპიტალური და ფინანსური ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)