|
2022-09-20 12:29:46, 1075 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინიც, როგორც ზევსი, ახლა ის „ჩმორია“
ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინიც, როგორც ზევსი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა და უკვე დროის საკითხია, რომ მომავალ წელს, ამ დროს, უკრაინა იქნება გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში. "პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ოპერაცია ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა, რასაც ვულოცავ ჩემ თავს და მთელ საქართველოს პირველ რიგში, ჩემ შვილებს განსაკუთრებით და უკვე დროის საკითხია სავარაუდოდ, მე ასე მგონია, რომ მომავალ წელს, ამ დროს, უკრაინა იქნება გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში, ნუ ყირიმის გამოკლებით და სრულიად აღმაფრთოვანებელია ზელენსკის განცხადებები. ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინიც, როგორც ზევსი. ბოლო ფოტო, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ისტორიული ფოტოა, როგორც ყირიმის კონფერენციის ფოტო იყო ცნობილი, პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს კაცი აღარ არსებობს იმ ძალმოსილებით, როგორითაც არსებობდა ათეული წლების განმავლობაში. პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის და იცით, რომ ხუთოსნებს შორის, ცუდი ბიჭები ყოველთვის უფრო ძლევამოსილად გამოიყურებიან, ახლა ის გადავიდა ცუდი ბიჭების ლიგაში და იქ უკვე ცუდი ბიჭი არ არის,იქ უკვე ჩმორია. ბოდიში ამ სიტყვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებით და მათი მომავლისთვის", - განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)