23:43 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 21:01:36, 1894 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბრძოლის ველზე გამარჯვება შეგვიძლია, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ეკონომიკაშიც გავიმარჯვოთ

ბრძოლის ველზე გამარჯვება შეგვიძლია, ახლა მთავარი  ამოცანაა, რომ ეკონომიკაშიც გავიმარჯვოთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელებს სურთ ნორმალური საინვესტიციო კლიმატის აღდგენა.

"ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება შეგვიძლია, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეკონომიკაშიც გავიმარჯვოთ. 

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის BlackRock-ის თავმჯდომარესთან, ლარი ფინკომთან საუბრისას უკრაინაში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები განვიხილეთ. 

ჩვენი ქვეყანა მსოფლიო კაპიტალის შემოდინებითაა დაინტერესებული, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. ჩვენ შეგვიძლია და გვსურს ნორმალური საინვესტიციო კლიმატის აღდგენა". - ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics