|
2022-09-19 16:20:31, 1720 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა
„თიბისის“ ცნობით, აგვისტოს საგარეო სექტორის დინამიკა კვლავ ძლიერია, როგორც სავალუტო შემოდინებების, ასევე იმპორტის კუთხით. მათი ინფორმაციით, ივლისთან შედარებით, წმინდა ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების შეფასებული ბალანსი შედარებით გაუარესდა, თუმცა ისტორიული, პანდემიამდელი პერსპექტივიდან გამომდინარეც კი, ეს მაჩვეენებლი მაინც დადებით ტენდენციას ასახავს. „ამ მხრივ, მომდევნო პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება სეზონური ფაქტორების ზეგავლენა, თუმცა, „თიბისი“ კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სულ მცირე არაა აუცილებელი ამას ლარის გაუფასურება მოჰყვეს, რადგანაც „თიბისი“ კაპიტალის აზრით, ლარის კურსის სეზონური მერყეობა მის ფასში უკვე დიდწილად მაინც ასახულია. საამისო ინდიკატორი საბანკო სექტორში დაგროვილი ვალუტის ჭარბი ლიკვიდობაა, როგორც მიგრანტების დეპოზიტების ჩათვლით, ასევე მათი გამორიცხვით. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სავალუტო სახსრების თუნდაც მცირე ნაწილის სავალუტო ბაზარზე სხვადასხვა გზით მიწოდება, რაც სავსებით ლოგიკური სცენარია, ლარის გამყარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. გასულ კვირას მე-2 კვარტლის ხელფასების მაჩვენებლებიც გახდა ხელმისაწვდომი. წლიურმა ზრდამ ნომინალურ და რეალურ გამოხატულებაში 16.1% და 2.7% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ტენდენციასთან საკმაოდ შესადარია. ამასთან, მეორე კვარტალში ერთ სულზე მშპ-ის შედარებით უფრო ნაკლები ზრდის გამო, პროდუქციის ერთეულზე სამუშაო ძალის დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავისთავად, ეს ინფლაციაზე ზეწოლის მნიშვნელოვანი არგუმენტია, თუმცა, „თიბისი“ კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ისტორიულ დინამიკაზე დაყრდნობით და ზოგადად ინსტიტუციურადაც, თავის მხრივ, ინფლაცია ხელფასების მატების ერთ-ერთი ძირითადი ან ხშირად მთავარი ფაქტორია. ამდენად, ასევე „თიბისი“ კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ინფლაციის მოსალოდნელ შემდგომ შემცირებასთან ერთად, ხელფასებისა და პროდუქციის ერთეულზე სამუშაო ძალის დანახარჯებიც დანორმალიზდება. გაეცანით „თიბისი“ კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)