|
2015-02-05 18:54:03, 437 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე თავის ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ და მაიკლ ფელონმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სფეროში საქართველოს და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალები და ამ პროცესში ოფიციალური ლონდონის აქტიური ჩართვის საკითხი. მინდია ჯანელიძემ ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ერთერთ წამყვან როლს შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)