2022-09-17 16:06:25, 1756 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - უკრაინის აშშ-სგან დამატებით 1,5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინამ კიდევ 1,5 მილიარდი დოლარი მიიღო საერთაშორისო ფინანსური დახმარების სახით.
მისი თქმით, თანხები საპენსიო გადასახდელებისა და სოციალური დახმარების პროგრამებზე ბიუჯეტის ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდება.
"უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 1,5 მილიარდი დოლარის გრანტი. ეს არის 4,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების ბოლო ტრანში @WorldBank Trust Fund-ისგან", - დაწერა შმიგალმა ტვიტერზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,